,,გუშინ “გუდვილის” ობიექტები ჩამოვიარეთ და აი, გზავნილიც კეთილი ადამიანებისგან, საბურთალოს და დიდი დიღმის ფილიალებში 10 045 ლარი და 6 დოლარი ამოვიდა, ეს მხოლოდ ქაღალდის ფული, რკინის ფულის ინკასაციაც დღის ბოლომდე განხორცილედება, რაც, როგორც წესი, საშუალოდ 2000 ლარამდე გამოდის ხოლმე.” – ინფორმაციას დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ავრცელებს და გაწეული ქველმოქმედებისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის.
ფონდში ამბობენ, რომ კიდურესად მძიმე ფინანსური მდგომარეობაა, პანდემიამ მათი დონორების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შეამცირა, ზოგი ბიზნესი დაიხურა, ზოგმა კი საქმიანობა დააპაუზა და შესაბამისად, ყოველთვიურად ჩარიცხული თანხები განახევრდა, ბენეფიციართა რაოდენობა კი იმატებს.
როგორც ფონდში აღნიშნავენ, ამ დროისთვის 4 ბენეფიციარს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები გერმანიიდან, ერთი კი სასწრაფო ოპერაციის ჩასატარებლად ფრაიბურგის კლინიკაშია გადასაყვანი:
“სულ ასე ხდება… სიკეთის გზა ნათელია!
უკიდურესად მძიმე ფინანსური მდგომარეობაა ფონდში, პანდემიამ ჩვენი დონორების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შეამცირა, ზოგი ბიზნესი დაიხურა, ზოგმა დააპაუზა საქმიანობა, შესაბამისად ფონდში ყოველთვიურად ჩარიცხული თანხები განახევრდა, ბენეფიციართა რაოდენობა კი იმატებს, ბოლო დროს ჩვენს მიერ განთავსებულ განცხადებებზე ოჯახის საბანკო რეკვიზიტებია მითითებული, რადგან ჩვენ ვეღარ ვახერხებთ მათთვის სათანადო ფინანსური დახმარების გაწევას.
ამ დროისთვის 4 ბენეფიციარს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები გერმანიიდან, ერთი გადასაყვანია ფრაიბურგის კლინიკაში სასწრაფო ოპერაციის ჩასატარებლად… ასეთ დროს ვახდენთ ყველა რესურსის მობილიზებას, გუშინ “გუდვილის” ობიექტები ჩამოვიარეთ და აი, გზავნილიც კეთილი ადამიანებისგან, საბურთალოს და დიდი დიღმის ფილიალებში 10045 ლარი და 6 დოლარი ამოვიდა, ეს მხოლოდ ქაღალდის ფული, რკინის ფულის ინკასაციაც დღის ბოლომდე განხორცილედება, რაც, როგორც წესი, საშუალოდ 2000 ლარამდე გამოდის ხოლმე.
პირველ რიგში, მადლობა იმ კეთილ ადამიანს/ადამიანებს ვინც მადლი ყუთში ჩაგვიდო და “გაიარა”, ასე უხმოდ და გულიანად, აუცილებლად დაგხვდებათ წინ ჩვენი ანგელოზებისთვის გაწეული სიკეთე, ჩვენს ბავშვებს კი საჭირო წამალი დღესვე მიეწოდებათ.” – წერია დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის მიმართვაში.
