„შემთხვევით არ არის, რომ ბიზნესი გახსნისთანავე აგვყვა ტემპში, დაიჯერა პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა და სტაბილურობის განცდა გაუჩნდა ყველას“, – ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თეთრიწყაროში, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, მოქალაქეებმა, ბიზნესმა და საწარმოებმა საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოახდინეს, რისი შედეგიც მაღალი ეკონომიკური ზრდა არის.
„მინდა, რომ ვისარგებლო შემთხვევით და გესაუბროთ თქვენ, მოსახლეობას, რომ ავუხსნათ ჩვენს მოსახლეობას, რას ვაკეთებთ, რას ვგეგმავთ, რის გაკეთებას ვაპირებთ ხვალინდელ დღეს. ხვალინდელი დღე უნდა იყოს იმაზე უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი დღე. ამ სულისკვეთებით უნდა ვიმუშაოთ 24 საათის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
