თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოსტზე, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე დაიწერა, კომენტარი გააკეთა:
„ორ სიტყვას ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, სასაცილო და სამარცხვინოა. აი, ეს არის ჩემი შეფასება“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე დაიწერა, რომ კორონავირუსის გამო, ადამიანების გარდაცვალება „ბიძინა ივანიშვილსა და ქოცებს დამსახურებულად უნდა შეეტენოთ“.
მოგვიანებით, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს და მომხდარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა.
