LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როკ-მუსიკის აღზევება – Guns N’ Roses-ის ჰიტმა, Sweet Child o’ Mine ,,სფოთიფაიზე” მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა

თუკი როკ-მუსიკის მოყვარულები ხართ, შეუძლებელია არ შეგემჩნიათ ლეგენდარული როკ-კოლექტივების გააქტიურება. AC/DC-მ ალბომი Power Up გამოუშვა. 15 წლის შემდეგ კი, მძიმე მეტალის შემსრულებელი ჯგუფი, System of a Down მუსიკალურ ინდუსტრიაში ორი ახალი კომპოზიციით,  დაბრუნდა. სულ ცოტა ხნსი წინ კი ეპოქალურმა ჯგუფმა Guns N’ Roses 13 წლის შემდეგ პირველი სიმღერა, Absurd გაავრცელა.

მიმდინარე მოვლენებს ნამდვილად შეგვიძლია როკ-მუსიკის აღზევება ვუწოდოთ. ახლა კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ  Guns N’ Roses ჰიტმა Sweet Child o’ Mine პლატფორმა Spotify-ზე მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სიმღერის კლიპმა მსგავს შედეგს „იუთუბზე“ მიაღწია.

შეგახსენებთ, სიმღერა ჯგუფმა 1987 წელს გამოსცა. ნამუშევარი ბენდის სადებიუტო ალბომში, Appetite for Destruction არის შესული.