LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადა­მი­ა­ნე­ბი ავად­დებიან რე­გი­ონ­ებში და შემ­დეგ ბრუნ­დე­ბიან თბი­ლის­ში – ჯანდაცვის მინისტრის განმარტავს დედაქალაქში ვირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატებას უნდა ველოდოთ, რადგან დადებითობის მაჩვენებელი მაღალია.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ თბილისში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი რეგიონებში დაინფიცირების გამო ხდება.

„ჩვენ ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაკ­ვირ­დე­ბო­დით თბი­ლის­ში ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის საკ­მა­ოდ მა­ღალ სიჩ­ქა­რეს, რაც პირ­ველ რიგ­ში უკავ­შირ­დე­ბო­და იმას, რომ გარ­კვე­უ­ლი მიგ­რა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი ავად­დე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში და შემ­დეგ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ თბი­ლის­ში, მათ სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებ­ში.

ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით, რომ რე­გი­ო­ნე­ბის ჭრილ­ში, ინ­ფექ­ცია არის მზარ­დი, სა­წო­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია, რა თქმა უნდა, მიმ­დი­ნა­რე­ობს რე­გი­ო­ნე­ბის დო­ნე­ზე. დღეს თბი­ლის­ში 3 ათას­ზე მეტი პა­ცი­ე­ნტი გა­დის სტა­ცი­ო­ნა­რულ მკურ­ნა­ლო­ბას, 900-მდე აჭა­რა­ში, 1000-მდე პა­ცი­ენ­ტი- იმე­რეთ­ში“. – აცხადებს ტიკარაძე.

მინისტრი აღნიშნავს, რომ დადებითი ის არის, რომ ვაქცინაციას სულ უფრო ბევრი ადამიანი ენდობა, იცრება და ვაქცინაციის პროცესი გაუმჯობესებულია.