ევროკომისიამ პარტნიორ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტი 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა.
დახმარების მიზანია, ხელი შეუწყოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინების მიწოდებასა და ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უკრაინაში.
„ამ ახალი 35 მილიონი ევროს დახმარების პაკეტით, ევროკავშირი ცდილობს, მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, გლობალური ვაქცინების დეფიციტის ფონზე“,- ნათქვამია ევროპული კომისიის პრესრელიზში.
