LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფლება არ მაქვს თანამშრომელს ვაქცინაცია მოვთხოვო, ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს – კერძო სექტორი

„მხოლოდ ორჯერ აცრილები უნდა დაიშვებოდნენ შიდა სივრცეებში. სხვა გამოსავალი არ არის. მე როგორც ხელმძღვანელს, არანაირი უფლება არ მაქვს ჩემს თანამშრომელს მოვუწოდო და აცრისკენ მივუთითო, მაგაზე შეიძლება მიჩივლოს, ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს“, – ამის შესახებ საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე აცხადებს. მის კომენტარს „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს.

როგორც ჩხეიძე ამბობს, სახელმწიფომ უნდა მიიღოს კანონი, რომ ვაქცინაცია სავალდებულო იყოს.

„თუ გაკეთებაა, ისეთი რამე უნდა გაკეთდეს, რასაც რეალურად შედეგი მოჰყვება. ის რაც საფრანგეთმა, გერმანიამ და იტალიამ გააკეთა, რომ რესტორანში თუ აცრილი არ ხარ ვერ დაჯდები, მგონი, ამ გზით უნდა წავიდეთ. ანტივაქსერული მიდგომების დრო ახლა არ არის,“ – აცხადებს კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე.