„თინა ბოკუჩავა არ იქნება ფოთში მერობის კანდიდატი. ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ იქნება, ეს საკითხი ჯერ კიდევ არის ბჭობის საგანი და ვნახოთ, რა გადაწყდება”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.
დღეს საღამოს გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მერობის კანდიდატების წარდგენაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ წინასწარ დაანონსებული ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა არ წარადგინა.
“მარტო ფოთი კი არა, სამეგრელოდან მხოლოდ ზუგდიდის, ხობისა და მარტვილის კანდიდატები დასახელდა. საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი”,-განაცხადა ცხვიტარიამ.
შეგახსენებთ, მანამდე პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ ფოთის მერობის კანდიდატი თინა ბოკუჩავა იქნებოდა.
