LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა: BBC

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა და ის პრეზიდენტი ტაჯიკეთისკენ გაფრინდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, დაჯგუფება „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან, რომლებსაც სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ. გამოცემის ცნობით, „თალიბანის“ ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს.

მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ქალაქი დატოვოს.