LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.

ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან, სან სებასტიანში, მისი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „დასაწყისი“ ტრიუმფი იყო. ნამუშევარმა 4 ჯილდო აიღო:

კინოფესტივალის მთავარი პრიზი – „ოქროს ნიჟარა”;

დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი (ვერცხლის ნიჟარა);

ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი (ვერცხლის ნიჟარა);

დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი (ჟიურის სპეციალური პრიზი);

სან სებასტიანის კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ა-კლასის საერთაშორისო კინოფესტივალია. წელს ის 17-25 სექტემბერს გაიმართება.