LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია სააკაშვილის მოკავშირეა, ყველაფერს აკეთებს, რომ თბილისში მე-2 ტური ჩატარდეს: ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიასა და “ნაციონალურ მოძრაობას” ერთმანეთის მოკავშირეებად მოიაზრებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელწერა მათ შორის იდენტურია.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გიორგი გახარიას მიზანია თვითმმართველობის არჩევნებზე, თბილისში მე-2 ტური ჩატარდეს.

“კაცი რომელიც გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირა და კანონი არ აღასრულა, ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში.”

“აი ასეთი, კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.