უკვე მეორე დღეა, რაც ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში სახანძრო სამაშველო სამსახური ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.
ხანძარსაწინააღმდეგო პროცესში დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. ამის პარალელურად, ხანძრის ზონაში ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას მეხანძრე- მაშველთა ჯგუფები.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი ჩაგურგურას ხეობაში ამ დრომდე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლის ტყეში სავარაუდოდ, 5 ჰექტარზეა გავრცელებული.
