არ ღირს გარშემომყოფთა კრიტიკა, მოერიდეთ უკმაყოფილების და პრეტენზიის გამოთქმას.
პარტნიორული ურთიერთობა – ძალიან გაგიჭირდებათ საერთო ენის მოძიება და შეთანხმება, უმჯობესია წახვიდეთ კომპრომისზე, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საჩუქრების და სუვენირების შესაძენად, იურიდიული საკითხების მოგვარებისა და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოსაძიებლად. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ნერვიულობას, სიმძიმის აწევას და მზეზე დიდხანს გაჩერებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი, და ბეჟი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და ქალწულს.
