LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია ღარიბაშვილზე: “უხერხულია, ამ საჯარო სივრცეში რომ დავწერო, რასაც იმსახურებ, ჩემს ფეისბუქ ფრენდებს არ ვაკადრებ”

TV პირველზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ეხმიანება სოციალურ ქსელში.

“თქვენ ხართ რეალტივიო – ასე ესხმის თავს, მორიგ ჯერზე, ტვ ,,პირველს ,, ღარიბაშვილი. ?

ჩვენ რეალტივი არ ვართ, ბევრი გყავთ ეგეთები, პრაქტიკულად, მთელი სახელისუფლებო მედია, ტრი-ტრი,!!!!!!!! ?

აი, პირადად შენ კი რაც ხარ, ბატონო ღარიბაშვილო, აქ არ დავწერ. ? …… უხერხულია , ამ საჯარო სივრცეში რომ დავწერო, რასაც იმსახურებ, ჩემს ფეისბუქ ფრენდებს არ ვაკადრებ”,- წერს ინგა გრიგოლია.

ირაკლი ღარიბაშვილი TV პირველზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით ბრალდებას სულელურს უწოდებს.

“თქვენ ხართ, ჩვეულებრივ, ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია, რეალ ტივი, იგივე სტილში მუშაობთ, ფალსიფიკაცია, გაყალბება, ფაბრიკაცია, ეს არის თქვენი ხელწერა”, – ამბობს ღარიბაშვილი.

ვრცლად იხილეთ:

ვის რაში სჭირდება თქვენი სერვერი – ღარიბაშვილი TV პირველს