LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიდა ბუბუთეიშვილი სავარაუდოდ, პირველი ქართველი ქალია, რომელიც Times Square-ის უდიდეს ეკრანზე გამოჩნდა და ამის მიზეზი ძალზედ საამაყოა: სალომე არაბული

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი სალომე არაბული ქართველ ქალზე ლიდა ბუბუთიშვილზე წერს, რომელიც სავარაუდოდ, პირველი ქართველია ვინც „Times Square“-ის უდიდეს ეკრანზე გამოჩნდა.

როგორც სალომე არაბული წერს, ლიდა ერთ-ერთი ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევებითაა დაკავებული და მათი კვლევების უკანასკნელი, წარმატებული შედეგების უკან ლიდა ბუბუთეიშვილი დგას.

„ეს ის ქართველი ქალია, რომელიც ვფიქრობ რომ უნდა გაიცნოს ქართულმა საზოგადოებამ… ლიდა ბუბუტეიშვილი-პაკო, სავარაუდოდ, პირველი ქართველია, რომელიც Times Square-ის უდიდეს ეკრანზე გამოჩნდა და ამის მიზეზი ძალზედ საამაყოა. ლიდა ვიცე პრეზიდენტის პოსტს იკავებს ორგანიზაციაში, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევებითაა დაკავებული და მათი კვლევების უკანასკნელი, წარმატებული შედეგების უკან ალბათ ხვდებით ვინც დგას…

ლიდა ბუბუტეიშვილის სტატიები და კვლევები უკვე წლებია, იბეჭდება მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო ჟურნალებში, ის ასევე წარმატებით თანამშრომლობს როგორც აშშ-ის ს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე მსოფლიოს საუკეთესო ექიმებთან და პროფესორებთან… ძალიან მწყდება გული, როდესაც ქართველი ჟურნალისტები და ტელევიზიები ვერ პოულობენ დროს იმისათვის, რომ ქართველების წარმატება გააჟღერონ, სამაგიეროდ ვინმე ქართველი „ბრგე” თუ ჩაიდენს დანაშაულს საზღვარგარეთ, ამას გვაზეპირებინებენ…

ბუნდოვნად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ლიდამ დატოვა საქართველო, „შუქის მოსვლას” რომ ყვირილით ვხვდებოდით, ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია… ამით მინდა წარმოდგენა შეგექმნათ, თუ როგორი რთული და გამოწვევებით სავსე გზა გაიარა მან.

განსაკუთრებით საამაყოა ჩემთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩემმა ბავშვობის წლებმა ლიდას, ჩემთვის საყვარელი ლიკას გვერდით გაიარა… ვამაყობ, რომ ასეთი წარმატებული ქართველია და თანაც ქალი.

წარმატებები ლიდა!“ – წერს სალომე არაბული.