„ველოდები, ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს, მინდა, გთხოვოთ, პირდაპირ ეთერში აჩვენოთ“, – ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქ“ პოსტს, რომ „ორშაბათს გააკეთებს განცხადებას საკუთარ გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვაზე“.
„აუ, ველოდები. აი, ახლა მივდივარ, უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს. მინდა, ვთხოვო და მოგმართოთ თქვენც, რომ აუცილებლად პირდაპირ ეთერში აჩვენოთ, რომ ვნახო“, – აღნიშნა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
