LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვ პირველის მთავარი სერვერი გათიშულია, მალე გვეცოდინება, იყო თუ არა კიბერთავდასხმა: ნოდარ მელაძე

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ მთავარი სერვერი გათიშულია. მისივე თქმით, მალე გაირკვევა იყო თუ არა ეს კიბერთავდასხმა.

„სტუდია ჩართულია, წამყვანები ადგილზე არიან, ჟურნალისტები – გადაღებებზე, თუმცა, ჩვენ ვერ ვახერხებთ ახალი ამბებით ეთერში ოპერირებას.

მიზეზი არის ის, რომ დღეს გამთენიისას, 4:31 წუთზე ავტომატურად გაითიშა ცენტრალური სერვერი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ავარიულ რეჟიმში. ცოტა ხანში ოფიციალურად გვეცოდინება, იყო თუ არა ეს კიბერთავდასხმა, თუმცა, მოვლენების ქრონოლოგია ამის ეჭვებს აჩენს“, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.