LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოცარ ფორმაში მყოფი ნანუკა გოგიჩაიშვილი გულშემატკივრებს მიმართავს: “მომიყევით თქვენი პატარების პირველი ისტორიები…”

მშობიარობიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი საოცარ ფორმაშია. ახალახან მან “ინსტაგრამის” გვერდზე ახალი ფოტოები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ორსულობამ მას ზედმეტი ერთი კილოგრამიც კი არ დაუტოვა.

მოდელს პირველი შვილი 20 აგვისტოს შეეძინა. გოგონას აივი-ნიკოლი დაარქვეს.

ნანუკამ მშობიარობის, პოსტსამშობიარო მდგომარეობის და ბავშვის მოვლის შესახებ „ინსტაგრამ სთორის“ საშუალებით გუშემატკივრების კითხვებს უპასუხა.

ახლა კი გამომწერებს თავად მიმართავს კითხვით და სთხოვს მათი პატარების პირველი ისტორიების შესახებ მოუყვნენ.

“მომიყევით თქვენი პატარების პირველი ისტორიები. როგორ დატოვეთ პირველად , როგორ აბანავეთ , რა თქვეს პირველი და ყველაფერი რაც თვლით რომ პირველი იყო და ის ემოცია რაც დაგეუფლათ , გისმენთ ? ? პს: აქ აივი თავის სახელობის ჩვენს საყვარელ რესტორანში წავიყვანეთ ავღნიშნეთ მასთან ერთად მისი დაბადება, თავის ნათლიაც ჩამოვიდა ამ დღეს @izabukhra სპეციალურად ლამაზი ყვავილებიანი კაბა ვუყიდეთ ამ დღისთვის და უამრავი კომპლიმენტიც მიიღო გარშემომყოფებისგან , ჩვენი კაბა და პატარა ფლამინგო შეუმჩნეველი არ დარჩა ინტერიერაც მოუხდა :))) ეს ხუმრობით ….”- წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.