LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:23-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია, მოტყუების, შეცდომაში შეყვანის და ფინანსური მაქინაციების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის აღდგენისა და წვეულების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საჩუქრების და ძვირფასი ნივთების შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ბინის შეცვლა და სესხის აღება,

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, წითელი, ბეჟი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, სასწორისა და ლომისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს, თხის რქას და თევზებს.