LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი აცხადებს, რომ მათი წარმოების პრეპარატმა შესაძლოა კორონავირუსი დაამარცხოს

გამოცემა “The Jerusalem Post” წერს, რომ ისრაელი მეცნიერების ჯგუფი განცხადებით, მათი წარმოების პრეპარატი შესაძლოა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდეს.

მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ანტივირუსული მედიკამენტის შექმნაზე. ფარმაცევტული კომპანია Сode Pharma-ს განცხადებით, მედიკამენტმა კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი დაასრულა წარმატებით, და 13 სექტემბერს მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით ჰელსინკის კომიტეტს მიმართა.

გამოცემა “The Jerusalem Post”-ის ცნობით, კვლევების მეორე ეტაპი სავარაუდოდ მომდევნო თვიდან დაიწყება და მასში , 150-მდე პაციენტი იქნება ჩართული. წინასწარი მონაცემებით, მეორე ფაზის კლინიკური კვლევები იგეგმება ესპანეთში, ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკაში.

იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის დელტა შტამი ისევ სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით, Code Pharma-მ შესაძლოა ანტივირუსული პრეპარატის ავტორიზაციისთვის კლინიკური კვლევების მეორე ეტაპის დასრულებისთანავე მიმართოს შესაბამის ორგანოებს.

ამასთან, ფარმაცევტული კომპანია აცხადებს, რომ მზად არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პრეპარატის მასობრივი წარმოება დაიწყოს.