მამა ნექტარიოს მჭედლიძე 22 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდას, ნიკო კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ არ იცის, ვინ იყო მისი მამა, მაგრამ სამაგიეროდ, თავად ნიკოს იცნობს მისი კეთილი საქმიდან გამომდინარე.
გთავაზობთ მამა ნექტარიოსის სტატუსს:
„მამა, არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ეს ბიჭი იყო უბრალოდ, სასწაული ადამიანი, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, 19 წლის ასაკში ამდენი ქველმოქმედება სულ ცდილობდა. დაფარული ყოფილიყო, ეს იყო აღზრდილი შვილი ❤️კეთილი, სამგორში სამი თვის ქირა რომ გადაუხადე ბებოს, ახლა გამახსენდა, მან დამირეკა, მთხოვა, მე გადაუხდი, უბრალოდ, არ უთხრა ჩემი სახელიო, ბოლოს ყველა კეთილი საქმე გაცხადდება, ასეთი შვილი არ ჰყავდა დასაკარგი საქართველოს…“
