LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა

ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი გარდაიცვალა.

ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ დაამძიმა.

“გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი-აღნიშნულია ინფორმაციაში.