LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ეგეთ რაღაცებსაც ვაკეთებდი პატარა რომ ვიყავი” – კახა კალაძე მშობლიურ სამტრედიაში ველოსიპედით სეირნობს

თბილისის მერი, კახა კალაძე მშობლიურ სამტრედიაში იმყოფება.

ამის შესახებ მისი სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი.

კალაძე გამომწერებს უზიარებს ვიდეოს, სადაც ის სამტრედიაში, საკუთარი სახლის ეზოში ველოსიპედით სეირნობს.

როგორც ჩანს, ეს დედაქალაქის მერის ბავშვობისდროინდელი ველოსიპედია.

“ეგეთ რაღაცებსაც ვაკეთებდი პატარა რომ ვიყავი”-ამბობს ვიდეოში კახა კალაძე.