თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ამის შესახებ ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
“დამირეკეს პროკურატურიდან მოწმის სახით გვინდა დაგიბაროთ მოსმენებზეო. არ გენდობით პირიქით გიჩივით თქო, სტრასბურგშიც მოგიწევთ პასუხების გაცემა თქო. მაშინ სასამართლოთი გამოგიძახებთო. მელამ კუდიო თუ როგორ არის?”-წერს ელენე ხოშტარია.
