„ხარი ხართან დააბი“, არის ის, რაც გიორგი გახარიას დაემართა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და თქვა, რომ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემა ახლა გაუჩნდა.
აღნიშნული განცხადებით, კობახიძემ უპასუხა კითხვას – გიორგი გახარიას შესაძლო ნარკოდამოკიდებულება რატომ არ შეუმჩნევიათ იმ პერიოდში, როცა მათი გუნდის წევრი იყო.
„არ თუ არ შეგვიმჩნევია, მას ეს პრობლემა მაშინ არ ჰქონია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან მარტივი გამონათქვამი: „ხარი ხართან დააბი“ და ა.შ.
ის თავისი საქმიანობით და ქმედებებით დაუკავშირდა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ძალიან მჭიდრო შეხება აქვს კონკრეტულად „კოკაინთან“, არამარტო ნარკოტიკებთან, არამედ „კოკაინთან“, ამის შემდეგ გაუჩნდა მას ეს პრობლემა, კონკრეტულმა ადამიანებმა მიუტანეს მას ეს ნარკოტიკული საშუალება და ეს ადამიანებიც ძალიან საეჭვო კავშირებში არიან მხილებულნი.
„ხარი ხართან დააბი“, არის ის, რაც გიორგი გახარიას დაემართა. მათ შორის, ესეც ყოფილა მისი პრობლემა. როცა ნიკა მელიასთვის გადადგები, ამის მერე სხვა რამ არ უნდა გაგიკვირდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
