იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საზოგადოებას ვაქცინირებული ექიმებისა და პედაგოგების პროცენტულ რაოდენობას ამცნობს და მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში.
“აცრილია:
> 70% ექიმების
> 60% პედაგოგების
მადლობა მაღალი სამოქალაქო შეგნებისთვის! ეხლა დროა საზოგადოების სხვა წევრებმა მიბაძონ მათ”,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
25 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში სრულად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 26, 7 %.
