LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ სააკაშვილი ჩამოვა, ძალიან მარტივად დახვდება შესაბამისი უწყება და წაიყვანს იქ სადაც მისი ადგილია: კახა კალაძე

სააკაშვილის ჩამოსვლა არის ტყუილი და დიდი ბლეფი. ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ იმედის ეთერში განაცხადა.

“ორი ოქტომბრის დღის წესრიგი იქნება ასეთი. პირველი ინფორმაცია იქნება რომ გაიღვიძა მიხეილ სააკაშვილმა, აიღო ჯაგრისი, შედის აბაზანაში, სააკაშვილი საუზმობს, სადილობს, ჩაალაგა ბარგი, ემზადება გამოსაფრენად, წავიდა აეროპორტში და ბოლოს იქნება დიდი ბოლი. აი ეს არის რეალობა.

თუ ჩამოვა, ძალიან მარტივად დახვდება შესაბამისი უწყება და მიჰყავთ იქ სადაც მისი ადგილია. ის არის დამნაშავე, კრიმინალი და მოუწევს დანაშაულებებზე პასუხისგება. მაქსიმალური მობილიზება იქნება ჩვენი მხარდამჭერების. ყველა უნდა ავდგეთ და შევიტანოთ ჩვენი წვლილი, ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა ქალაქის მართვაზე. აუცილებლად მობრძანდით არჩევნებზე. დიდი ანგარიშით გავიმარჯვოთ და დავამარცხოთ ეს პოლიტიკური ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია, რაც ცხადია არ გამოუვათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.