LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ტონოიანი დააკავეს, – ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ყოფილი მინისტრის ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს.

გაზეთ „ჰრაპარაკის“ ინფორმაციით, პარალელურად ჩხრეკა მიმდინარეობს სამხედრო ავიაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ავეტიკ მურადიანისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, სტეფან გალსტიანის ბინებში.

სტეფან გალსტიანი სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში გამოიძახეს. როგორც ჩანს, ეს ქმედებები ხორციელდება სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში იარაღის მიწოდების შეთანხმებებთან დაკავშირებით.

დავით ტონოიანი სომხეთის თავდაცვის მინისტრად 2018-2020 წლებში მუშაობდა.