LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველების საყურადღებოდ: ავსტრიაში ღამის გასტრონომიით სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ვაქცინირებული, ან ვირუსგადატანილი პირები

ავსტრიაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ‼️ პირველი ოქტომბრიდან, ავსტრიის რესპუბლიკის ყველა ფედერალურ მიწაზე ძალაში შედის შემდეგი რეგულაციები:

დაწესებულებებში, სადაც საჭიროა 3G წესის დაცვა, ანტიგენის ტესტით შესვლა აღარ იქნება შესაძლებელი. ასეთ დაწესებულებებში დაიშვებიან მხოლოდ პირები, რომლებსაც აქვთ გაკეთებული პისიარ ტესტი (ბოლო 48 საათში), არიან აცრილები, ან გადატანილი აქვთ კოვიდი;

ღამის გასტრონომიით (იგულისხმება ბარები და კლუბები) სარგებლობას შეძლებენ მხოლოდ ვაქცინირებული, ან ვირუსგადატანილი პირები; არ დაიშვებიან არც ანტიგენით და არც პისიარით დატესტილი პირები;

ღონისძიებებზე, რომლებსაც ესწრება 500, ან მეტი ადამიანი, დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული, ან ვირუსგადატანილი პირები; არ დაიშვებიან არც ანტიგენით და არც პისიარით დატესტილი პირები;

6-დან-12 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის, პისიარ ტესტის (ე.წ. “Corona Testpass”-ის) კვირაში ერთხელ გაკეთება საკმარისია სკოლაში შესასვლელად; სკოლის გარეთ აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის პირებისთვის რეგულაცია უცვლელი რჩება (პისიარ ტესტი მოქმედებს 48 საათი)“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ავსტრიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

დეტალური ინფორმაცია ავსტრიაში მოქმედი რეგულაციების თაობაზე იხილეთ: https://www.sozialministerium.at/…/Coronavirus…