რადიო ,,არ დაიდარდოს” გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” პაატა ხაჩიძე სტუმრობდა ახალი დუეტის პრემიერით, სატელეფონო ხაზზე კი ჩაგვერთო მაკა ბარბარაში.
სიმღერა ”მომენატრები” ნინო ახვერდაშვილს ეკუთვნის, ხოლო ტექსტი პაატა ხაჩიძეს. როგორც მაკა ამბობს, ბავშვობიდან ქუჩის ბიჭების ფანია, ამიტომ გახარებულია, რომ პაატასთან ერთად ჩაწერა დუეტი. სიმღერის ჩანაწერზე იმუშავა აჩიკო ოშხერელმა.
მოგესალმები პაატა, როგორ ხარ?
მოგესალმებით თაკო, დიდი ხანია თქვენთან არ ვყოფილვარ. სექტემბერი მინდა, რომ დადებითად და ლამაზად დავიწყო. მოვედი საინტერესო დუეტით.
როგორია სიმღერის ისტორია, რომელიც დღეს მოგვიტანეთ?
მაკა ბარბარაში:
მოგესალმებით ყველას. სიმღერა ნინო ახვერდაშვილს ეკუთვნის, ჩვენ ახლო მეგობრები ვართ. დამირეკა და მითხრა, რომ სიმღერა დაწერა. მოსმენისას მივხვდით, რომ სადუეტო იყო, ამიტომ ვფიქრობდით ვისთან ერთად შემესრულებინა. თქვა, რომ პაატას ხმას მოუხდებოდა. ძალიან გამიხარდა, რადგან ბავშვობიდან ,,ქუჩის ბიჭების” ფანი ვარ. ვერც წარმომედგინა თუ მომიწევდა მასთან ერთად დუეტის ჩაწერა.

პაატა ხაჩიძე:
სიმღერა ჩაიწერა დისტანციურად. ეს არ იყო მხოლოდ მუსიკალური კუთხით გადაწყვეტა, მაკა ძვირფასი და კარგი ადამიანია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მასთან დუეტის ჩაწერა. მინდა, რომ ყველაფერი კარგად ქონდეს ცხოვრებაში და წარმატებები ვუსურვო. ნინო მღეროდა გორის ქალთა კაპელაში და ისრაელშიც მოღვაწეობს ქალთა გუნდში. აჩიკო ოშხერელთან გავაკეთეთ ჩანაწერი, სიმღერა ეკუთვნის ნინო ახვერდაშვილს. ჩემთვის სხვა ჟანრი იყო, ამიტომ მოგვიწია მუშაობა და ცოტა შეცვლა, რომ მომერგო. ტექსტის ავტორი გახლავართ მე. რადიო კი მოგვცეს საშუალებას, გავიგოთ თუ როგორი სიმღერა გამოვიდა.
მაკა, რამდენი წელია ისრაელში ცხოვრობთ?
7 წელია ისრაელში ვცხოვრობ, აქ ვარ გათხოვილი. ორსულად ვარ მეოთხე შვილზე და დღე-დღეზე ველოდებით.
პაატა სამომავლოდ თუ გეგმავ ისრაელში გამგზავრებას?
პანდემიამდე ხშირად ვსტუმრობდი ისრაელს. ახლაც იყო დაგეგმილი, თუმცა ვერ მოხერხდა. მე და პაატა გულიაშვილმა დაგეგმილი კონცერტი გავაუქმეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დალაგდება და აქტიურად გავაგრძელებთ შემოქმედებით ცხოვრებას. ძალიან დიდი შეფერხებაა ჩვენთვის, იმედია დავუბრუნდებით ძველ ცხოვრებას.
ქუჩის ბიჭებზეც, რომ გვესაუბრო..
ჩვენ, ბიჭებს საკმაოდ დიდი პაუზა გამოგვივიდა კოვიდ პერიოდში. ორი წელი გახდება, რაც მსმენელისთვის ახალი სიმღერა არ შეგვითავაზია. გვქონდა საუბარი ახალი სიმღერის ჩაწერაზე, თუმცა გადავიფიქრეთ. გვინდა ყველასთვის მისაღები და ახალი სიმღერა შევქმნათ. ამიტომ ცოტახანს ვითმენთ სიახლისთვის. ხშირად ვართ ერთად, ვსაუბრობთ და ვმუშაობთ ახლის შესაქმნელად.
პაატა ხაჩიძე & მაკა ბარბარაში – მომენატრები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
პაატა ხაჩიძე & მაკა ბარბარაშ. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები






