LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა… ის რაც სუს-მა გააკეთა, არაკვალიფიციური, პოლიტიზებული და დანაშაულებრივია: გვარამია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გამოკითხვის შემდეგ, ნიკა გვარამიამ ჯერ ფეიქბუქპოსტი გამოაქვეყნა, შემდეგ კი საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ის რაც სუს-მა გააკეთა, არაკვალიფიციური, სრულიად პოლიტიზებული, სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედებაა.

გვარამია ამბობს, რომ ისეთი ინფორმაცია გამჟღავნდა, რომლის გამჟღავნება არ შეიძლება:

“ის რაც ახლა სუს-მა გააკეთა, მათ შორის, მეც გამიკეთა, გაუკეთა იმ ბიჭებს, ვინც მე მიცავს, თქვა, რამდენნი არიან და კიდევ რამდენი დაემატება – რეალურად კი გააკეთა არაკვალიფიციური, სრულიად პოლიტიზებული, სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედება, ამაზე პასუხი ყველას მოეთხოვება.

ეს ისეთი მოულოდნელია ჩემთვის და ისეთ მძიმე უხერხულობას მიქმნის, იმის მაგივრად, ვინც ეს განცხადება გააკეთა, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, ამაზე უფრო მძიმედ როგორ შეიძლება მამაკაცმა, გამომძიებელმა თუ პროფესიონალმა თავის თავს მისცეს უფლება და ასე მოიქცეს, როგორც ორღობის ჭორიკანა და დამნაშავე, ამავდროულად, იმიტომ, რომ ისეთი ინფორმაცია გამჟღავნდა, რომლის გამჟღავნება არ შეიძლება.

ხვალ რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნების საფუძველზე გამარტივდეს ჩემი ლიკვიდაცია, პირობითად ვამბობ, სად მიდის მერე ანტიტერორისტული დეპარტამენტი, თუ თვითონ არ არის ლიკვიდატორი? არ გამოვა მედიის დაშინება, არ გამოვა “ფორმულას” წაღება, არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, “ქართულმა ოცნებამ” მორიგი კატასტროფული კრახი განიცადა.

2 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, ან ქვეყანას გადავარჩენთ, ან ქვეყანა ვერ გადაგვარჩენს ვერასდროს იმიტომ, რომ აღარ გვექნება სამშობლო.” – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე.

გამოძიების ფარგლებში, უწყებაში დაიბარეს ნიკა გვარამიაც, რომელმაც გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დეტალებში ვერაფერს იტყვის და უბრალოდ, დაცვის ღონისძიებებზე ისაუბრეს.

სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ კი ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც დაწერა, რომ “კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც აუკრძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა”.

ყველაფერი ამ თემაზე:

სუს-ი : გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია მასთან ერთად მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს

ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი – გვარამია სუსი-ს განცხადებაზე