LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანის თავისუფლების პირველი დღე: „უამრავი ადამიანი მეკითხება, რას ვაპირებ…“

მაია ასათიანმა თავის გუნდთან ერთად „ტვ პირველი“ დატოვა. მისი განცხადებით, არხიდან ის არავის დაუთხოვია და საკუთარი სურვილი წამოვიდა.

მაია წერს, რომ ახლა დასვენების პერიოდი აქვს, მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ:

„უამრავი ადამიანი მეკითხება, რას ვაპირებ. 15 წლიდან პაუზა არ მქონია, 30 წელია, ვმუშაობ გაუჩერებლად, ამოსუნთქვას ვაპირებ…“

მოგვიანებით, მაიამ გაგვიზიარა წვიმაში სეირნობის ვიდეოები და დაწერა „თავისუფლების პირველი დღე“.

მაია ასევე ესტუმრა თავის საყვარელ სილამაზის საონს, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად და აღნიშნა, რომ იქ საუკეთესოდ განიტვირთება ხოლმე – „შორენა ბეგაშვილმა მომასწავლა აქაურობა და ჩემი მეორე სახლია…