LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მელომანში ვიყავით მე და ჩემი სუპერ წყვილი” – ნანუკა გოგიჩაიშვილი საოცარ ფორმაშია

ცნობილი მოდელი, ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა სამშობლოში იმყოფება.

მოდელი საკუთარი ცხოვრების სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად წერს და მიმდევრებს ახალ-ახალ ფოტოებსაც უზიარებს ხოლმე.

როგორც მისი “ინსტაგრამიდან” ხდება ცნობილი, ამჯერად ნანუკა გადაცემა “მელომანში” იმყოფებოდა.

მოდელი არაერთ ფოტოს აზიარებს, სადაც ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება.

“საოცარ ფორმაში ხარ”, “უნაკლო, ყველას, რომ სჯობია”-უწერენ ნანუკას კომენტარებში.

შეგახსენებთ, მოდელმა 20 აგვისტოს იმშობიარა. მას შეეძინა გოგონა, რომელსაც აივი-ნიკოლი დაარქვეს.