კომპანია Ford 2021 წლის ოქტომბერს უკან გამოწვევის კამპანიას დაუთმობს და მის ფარგლებში 30 ათასი ელექტრონული კროსოვერის შეკეთება მოუწევს. მასშტაბური პრობლემის მიზეზი არასწორად დამაგრებული საქარე მინა და პანორამული ჭერი გახდა. ორივე პრობლემას ელექტროქარის მფლობელის სერიოზულად ტრავმირება შეუძლია.
ამერიკულმა ბრენდმა დეფექტის შესახებ გასული ივნისის თვეში გაიგო. მაშინ ელექტრონული Mustang Mach-E-ს მეპატრონემ სადილერო ცენტრს გაბზარული საქარე მინის შესაცვლელად მიმართა. ავტოსალონის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პრობლემა მინის ცუდად დამაგრება იყო და ასეთ დეფექტს სერიოზული ავარიის გამოწვევა შეეძლო.
შემდეგ ჩატარდა მასშტაბური გამოძიება და საქარე მინის გაფუჭების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან სპეციალისტებმა ისიც დაადგინეს, რომ საქარე მინასთან ერთად პანორამული ჭერიც ძალიან ცუდად იყო დამაგრებული და პოტენციურ საფრთხეს ქმნიდა.
უკან გამოწვევის შემდეგ ყველა მოდელს საქარე მინას შეუცვლიან და პანორამულ ჭერსაც გაამაგრებენ. ყველა სამუშაოს „ფორდი“ თავად დააფინანსებს.
