ჟურნალ o.k.-ს ოქტომბრის ნომრის გარეკანზე გიორგი გახარია მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან და ქალიშვილთან, ანასთან ერთად არის გადაღებული. გახარიასთვის ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ოჯახურ გარემოში ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. ყოფილმა პრემიერმა და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა ჩაცმულობაც არაფორმალური შეარჩია – მას ჯინსის პერანგი აცვია და პულოვერი კისერზე აქვს მოგდებული. ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, როგორც მის მომხრეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს შორის. ერთ-ერთი კომენტარის ავტორი წერს: “ასეთი გიორგი მართლაც საყვარელია…”

