LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: შაკირას ბარსელონაში ტახები დაესხნენ თავს და ჩანთა გასტაცეს

შაკირას ბარსელონაში თავს ტახები დაესხნენ. შემთხვევა ბარსელონას ცენტრალურ პარკში მოხდა, სადაც მომღერალი თავის 8 წლის ვაჟთან ერთად სეირნობდა. აღნიშნული ინფორმაცია შაკირამ „ინსტაგრამზე“თავად გაავრცელა. 

მისი განცხადებით, მათ ორი ტახი დაესხა თავს, ცხოველებმა მას ხელიდან ჩანთა გასტაცეს და გაიქცნენ. მოგვიანებით მომღერალმა ჩანთა იპოვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტახებმა ყველაფერი გაანადგურეს.