LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან მაღალია ცრუ ინფორმაციის გავრცელების, მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.

არ ღირს ზედმეტი ამბიციების და პატივმოყვარეობის გამოვლენა, ტრაბახი და საკუთარ ღირსებებზე ლაპარაკი, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე –  სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ახალი საქმის დასაწყებად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების შესათავაზებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით. მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ზედმეტად დაძაბვას და ნერვული სისტემის გადატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი, სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.