LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: ექსპერტებმა თამამად გვითხრეს, რომ ვიდეო ყალბია, მაგრამ ამის დასკვნა ერთ დღეში ვერ მომზადდება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ბათუმიდან გამოქვეყნებული ვიდეო ყალბია.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მდინარაძემ ენმ-დან გამოსულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

მმართველი გუნდის წევრმა წაიკითხა მიმოწერები, რომლებიც, მისი თქმით, ენმ-ის წევრებს შორის წარიმართა.

მდინარაძემ სააკაშვილის შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხა.

კითხვაზე – გეგმავს თუ არა პარტია სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოების ექსპერტიზას? – უპასუხა, რომ „ექსპერტიზა ერთ, ორ დღეში ვერ მომზადდება“.

„ჩვენი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ვიდეო დადასტურებულად „ფეიქია“. მათ შორის, პირველ ვიდეოში, ჩარჩო რომ ტრიალებს. ერთ და ორ საათში დადასტურება, რომ ფეიქია, შეუძლებელია, მაგრამ საბოლოო დოკუმენტურად დადასტურდება.

ექსპერტიზის დასკვნას ითხოვთ ერთ, ორ საათში? ჩვენმა სპეციალისტებმა, პარტიაში ვინც გვყავს, გვითხრეს თამამად რომ ვიდეო ყალბია, მაგრამ ამის დასკვნა ერთ ან ორ დღეში შეუძლებელია, რომ დაადგინო.

18:00 საათზე მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

ამიტომ გამოაგდეს ერთი დღით ადრე, რომ ვერ მოესწრება ერთ დღეში ექსპერტიზა და ერთ დღეში დასკვნა ვერ დაიდება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.