LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: სააკაშვილი ცდილობს, „დიპფეიკებით“ ხალხი გააგიჟოს და პირველ რიგში ჟურნალისტებს გაგიჟებთ

„ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სააკაშვილმა დღეს გავრცელებული ინფორმაციით საკუთარი „პოლიტიკური მოღვაწეობა“ და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დაასრულა.

„ეს არის ბინძური „ფეიკი“, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილმა „ნაცმოძრაობა“ დაამთავრა. ეს ერთის მხრივ არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამ ქვეყანას სჭირდებოდა, რომ პოლიტიკურად ამორალური ძალა უნდა დასრულებულიყო. სააკაშვილი წავიდა ვა-ბანკზე და ვა-ბანკზე წასვლის შედეგად „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დასრულდა და ამას „ნაცმოძრაობის“ ყველა წევრს ქართველი ხალხი დაანახებს“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ „ქართულ ოფისში“ გამართულ ბრიფინგზე.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილი ასეთი საქციელებით ხალხს აგიჯებს.

„ის არის ავანტიურისტი, რომელსაც იმის თავი არ აქვს, რომ რასაც ამდენი წელი ამბობდა, გააკეთოს. ახლა ცდილობს, „დიპფეიკებით“ და  მონტაჟებით ხალხი გააგიჟოს და პირველ რიგში თქვენ გაგიჟებთ, ჟურნალისტებს“,  – განაცხადა მდინარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

მანვე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კურორტ ტრუსკავეცში, სასტუმრო „რიქსოსში“ იმყოფება