რადიო ,,არ დაიდარდოს” გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” სატელეფონო ხაზზე ჩაერთო რუსეთში მოღვაწე ყველასათვის საყვარელი მომღერალი, დიანა ღურცკაია სიმღერის პრემიერით ”უშენოდ თბილისი ცარიელია”, რომელიც თავისმა დიდმა ტკივილმა და ისტორიამ ჩააწერინა.
დიანა მოგესალმებით..
თაკო მოგესალმები შენ და სრულიად საქართველოს. ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან მაქვს ჩართვა და ვაპრემიერებთ სიმღერას. თქვენს რადიოში პრემიერდება ჩემი ყველა სიმღერა და არც დღევანდელი დღეა გამონაკლისი.

თვეებია ამ სიმღერას ვინახავთ და გარკვეულ მომენტს ველოდით დასაპრემიერებლად, მოგვიყევი როგორი ისტორია აქვს..
ამ სიმღერაში ჩავაქსოვე ჩემი ძალიან დიდი ტკივილი და ისტორია. არ მინდა მსმენელი დავტვირთო ამით, თუმცა ეს ისტორია და დიდი ტკივილი ჩემშია. სიმღერა ქალბატონმა მაია კაჭკაჭიშვილმა დაწერა, ძალიან დიდი მადლობა და სიყვარული ჩემგან. მისი დაწერილი სიმღერები ძალიან მომწონს. საოცრად მელოდიური ადამიანია და ვფიქრობ, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ, შევქმნით ბევრ ლამაზ სიმღერას. დაწერისთანავე გვინდოდა ჩაგვეწერა, თუმცა მე არ გამომივიდა ამ სათქმელის ისე გამოხატვა, როგორც მინდოდა. ტკივილი ყოველთვის მოუშუშებელია ყველა ადამიანისთვის და რა თქმა უნდა ჩემთვისაც, მაშინ ეს ახალი იყო ამიტომ გამიჭირდა ამ სიმღერით თქმა. დღეს ყველა ადამიანს თავისი ისტორია აქვს, ეს სიმღერა ეძღვნება გულის ტკივილს. რადიო მსმენელს მინდა მოგეფეროთ, მოგესიყვარულოთ და ასეთ რთულ პერიოდში გისურვოთ ჯანმრთელობა, კარგად ყოფნა და უფლის მფარველობა. გქონოდეთ მხოლოდ სიხარული. ისტორიები, რაც ხდება ჩვენში არასდროს გვავიწყდება და ვამბობთ სათქმელს სხვადასხვანაირად, ზოგიც ხელოვნებაში, სიმღერაში ან წიგნში. მე კი გამოვხატე მუსიკით და სიმღერით. მინდა, რომ ჩემი სიმართლე და ისტორია გავუზიარო ქართველ ხალხს, რადიომსმენელს.
თუ გეგმავ საქართველოში ჩამოსვლას?
უკვე ვიყავი აგვისტოში და მოვისიყვარულე საქართველო. 14 ოქტომბერს ძალიან დიდი და მასშტაბური ფესტივალი ”თეთრი ხელჯოხი” ტარდება, სადაც სხვადასხვა რეგიონებიდან და ქალაქებიდან ჩამოდიან. ამის შემდეგ ცოტა დრო, როდესაც მექნება აუცილებლად ჩამოვალ და დიდი იმედი მაქვს, რომ რადიო ”არ დაიდარდოს” ეთერიდან მივესალმები მსმენელს.
დიანა ღურცკაია – უშენოდ თბილისი ცარიელია
გადაცემის აუდიოჩანაწერი
დიანა ღურცკაია. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები

