„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს, 21:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ამ ეტაპზე, ბრიფინგის თემის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება
