LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა გარისკა და გაწირა თავი: თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „მიხეილ სააკაშვილმა გარისკა და საკუთარი თავი გაწირა“. მისივე განმარტებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხვალინდელ თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნებამ“ მარცხი განიცადოს, რადგან „ახლა არის დიდი ბრძოლა და შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობით გავხდეთ საქართველოს ანექსიის მოწმენი 21-ე საუკუნეში“.

მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს: სახალხო დამცველი

ვიდეო: ბოლომდე ვიბრძვით, ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ამ არჩევნებს: მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი უკვე მე-4 დღეა საქართველოშია… არანაირი ინფორმაცია ამ ჩამოშლილ და ჩამორღვეულ ხელისუფლებას არ ჰქონია: ეკა ხერხეულიძე

„მე გუშინ ხელისუფლებას შევთავაზე დიდი შერიგება, რადგან მართლმსაჯულების მიმართ არის ძალიან დიდი უნდობლობა. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ამაზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, კლანურ სასამართლოს უწოდებენ.

როგორც ჩანს, არ გაიგეს, ისევე როგორც ამას აკეთებს ხოლმე რუსული ხელისუფლება. ვეცდებით, ხვალ არჩევნებმა ჩაიაროს ისე, რომ მარცხი განიცადოს „ოცნებამ“, ეს არის უპირველესი ამოცანა, თითოეული ხმა უნდა დავიცვათ. ახლა არის დიდი ბრძოლა, ბევრი ამას უყურებს ცოტა მარტივად, არადა საქართველოს ანქესიაზეა ლაპარაკი და შეიძლება, ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით გავხდეთ საქართველოს ანექსიის მოწმენი 21-ე საუკუნეში. სააკაშვილმა იმიტომ გარისკა და გაწირა თავი“, – განაცხადა ჩარკვიანმა.