LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: დღესაც მზად ვარ ფსონების მისაღებად მათგან, ვისაც სჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოშია, კაცი ამბობს, აქ ვარო და მე ვერ ვპოულობ მის თანამოაზრეებს, ვინც ამაში დამენიძლავება

 „დღესაც მზად ვარ ფსონების მისაღებად იმ ხალხისგან, ვისაც სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია. მზად ვარ, მათ დავენიძლაო,“ – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დეპუტატის აზრით, სააკაშვილი შეთანხმებულია „ქართულ ოცნებასთან“ და ისეთ ვიდეოებს აქვეყნებს, როგორიც „ქართული ოცნებისთვის“ არის ხელსაყრელი. ხვიჩიას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება.

„ზოგადად, ცალკე პრობლემაა, როცა „ლაივს“ შენივე აშენებული ქალაქიდან დებ და ხალხი მაინც არ გიჯერებს, აქ ხარ თუ არა. კაცი ამბობს, აქ ვარო და მე ვერ ვპოულობ მის თანამოაზრეებს, ვინც ამაში დამენიძლავება. ჩემი მოსაზრებაა – სააკაშვილი შეთანხმებულია „ქართულ ოცნებასთან“ და ისეთ ვიდეოებს დებს, როგორიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს.

სააკაშვილის ასეთი ვიდეოები, მით უფრო, თუ ის საქართველოში არ არის, მხოლოდ „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან სწორედ ისინი ამობილიზებენ ამომრჩეველს. ჩემი რწმენით, ეს კაცი საქართველოში საერთოდ არ არის და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს ასე ამობილიზებს,“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მამუკა ხაზარაძე: ვნახე სააკაშვილის გავრცელებული ვიდეო, თუ ასეა, ეს იმის დადასტურებაა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, არ გვყავს არც შსს და არც უსაფრთხოების სამსახური

მისი თქმით, ხვალ  როცა გაირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს ოპოზიციური ამომრჩვევლის იმედგაცრუებას გამოიწვევს.

„თუ სააკაშვილი საქართველოში არ არის, წარმოიდგინეთ, როგორ აბუჩად იგდებს საკუთარ ამომრჩეველს და როგორ ღია ტყუილზე მიდის, რაც არ დაიმალება. წარმოიდგინეთ, საკუთარი ამომრჩევლის როგორი უპატივცემულობაა, ასეთი იაფფასიანი ტყუილით მოტყუება, რათა არჩევნები „ქართულ ოცნებას“ მოაგებინო,“ – აღნიშნა მან.

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილზე: არ მაქვს ინფორმაცია, თუ შემოსულია, „ოცნება“ ჩამოშლილია

ხვიჩიას თქმით, როგორც ჩანს, „ქოცებს“ ამ არჩევნებზე ძალიან გაუჭირდათ და მიხეილ სააკაშვილს ყველანაირ ტყუილზე წასვლა და ყველანაირ ნამუსზე ხელის აღება მოსთხოვეს.

„ჩემი რწმენით, ის „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით ავრცელებს ასეთ უხარისხო ვიდეოებს და ამბობს აღვირახსნილ ტყუილს. ახლა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მობილიზებაა საჭირო ოპოზიციური ამომრჩევლის წინააღმდეგ, რაშიც სააკაშვილი „ქოცებს“ ეხმარება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება