LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე ტურები იმიტომ დაინიშნა, რომ ბევრს გახარია ივანიშვილის პროექტი 2 ეგონა: ირაკლი ღარიბაშვილი

„მეორე ტურები იმიტომ დაინიშნა, რომ ბევრს გახარია ივანიშვილის პროექტი 2 ეგონა“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში გააკეთა.

მისივე თქმით, „ამომრჩევლები დაბნეულები და შეცდენილები იყვნენ“.

„მთავარი გამანადგურებელი არგუმენტი მათთვის [ოპოზიციისთვის] რაც მაქვს: ყველა მუნიციპალიტეტში მეორე ტურები დაინიშნა იმის გამო, რომ მაინც ჯერ კიდევ იყო დაბნეულობა გახარიას შემთხვევაში… ბევრი ამომრჩეველი შეაცდინა, ბევრს ეგონა, რომ ეს იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი 2. ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენი კანდიდატები 20 მუნიციპალიტეტში ვერ გავიდნენ პირველივე ტურში“, – ამბობს ღარიბაშვილი.