LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში, ტოლსტოის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა – დაზარალდა 4 ოჯახი

თბილისში, ტოლსტოის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.  ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. კორპუსი მე-19 საუკუნეშია აშენებული.

დაზარალებულია 4 ოჯახი, რომელთაც გამგეობა ქირით უზრუნველყოფს.

ადგილზე გამგეობის თანამშრომლები იმყოფებიან.

ფოტო: ინტერეპრესნიუსი