ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხეში შიმშილობის გამოცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიმშილობა შეიძლება კატასტროფით დასრულდეს. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა.
“ან სად არის სამღვდელოება, ადამიანი შიმშილობს ხალხნო, შიმშილობს. ერთი სასულიერო პირი როგორ არ გამოჩნდა რომ მივიდეს, რამ შეგაშინათ ხალხო, ან სად არის 1 000 მინისტრი და ადამიანი მახსოვს მე, რომელიც მიშასთან ერთად მუშაობდა, თქვენ ბიოგრაფიაში მიშამ არაფერი დაგიტოვათ? რა, პარტიის საქმეა ეს? რა შუაშია პარტია, არაფერი დაგიტოვათ ცხოვრებაში? ამდენი მინისტრი და დეპუტატი რომ იყო, ან უბრალოდ ადამიანები, რომლებიც ერთად მუშაობდით. პრეტენზია მე რომ მაქვს იმდენი არ არსებობს, მაგრამ პრეტენზიების დრო არის? ჩვენ თვალწინ ზვირთივით ზვირთდება გუნდა, რომელიც მერე კატასტროფაში გადაიზრდება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, უკრაინიდან საქართველოში არაოფიციალური გზებით შემოსული მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას განაგრძობს.
