ნოდიკო ტატიშვილი წერს, რომ დღეს „პრაიმშოუში“ მისი ახალი სიმღერის პრემიერა შედგება. „ბალადა სიყვარულზე“ ცნობილმა კომპოზიტორმა, ლილიკო ნემსაძემ დაუწერა ირინა სანიკიძის ლექსზე 11 წლის წინ, ხოლო ორკესტრირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის.
ნოდიკო ტატიშვილი:
„მაშინ ეს სიმღერა ჩემი სიყვარულის ობიექტს მივუძღვენი, მახსოვს, ცოტა შეყვარებული ვიყავი და სტუდიაში ჩაწერის დროსაც მასზე ვფიქრობდი და ისე ვმღეროდი (ახლა არც ვიცი სადაა, როგორაა და საერთოდ არაფერი ვიცი მასზე. რა საინტერესოა ისე ეს ცხოვრება, დღეს შეიძლება უყვარდეს ორ ადამიანს ერთმანეთი და ხვალ არაფერი იცოდნენ ერთმანეთზე).
შემდეგ 2-ჯერ ვიმღერე ეთერში, ეს იყო და ეს, არადა. ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და ზუსტად 2 კვირის წინ ჩემმა მეგობრებმა – NIkoloz Urushadze PH ❤️Nata Kvirchiladze ❤️ სპონტანურად, შეკვეთილის სანაპიროზე გადამიღეს ვიდეოჩანახატი, რომელსაც მალე სრულად განახებთ“.
