მაკა ჩიჩუა თათია შარანგიას გადაცემაში „სთორი“ თავის ცხოვრებაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ პირველი ლედის როლი ისე შეასრულა, რომ ქუჩაში გასვლისას არ რცხვენია და დიდ სიყვარულს გრძნობს, რისთვისაც მადლობელია.
მაკა ჩიჩუამ ასევე პოლიტიკურ კითხვასაც უპასუხა და აღნიშნა:
„მინდა, რომ მრავალფეროვანი იყოს პოლიტიკა… მინდა, რომ პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი. ჩვენი არჩევანი არის ის, რომ ვიყოთ თავისუფლები, დამოუკიდებლები და ჩვენ გვაქვს ამის რესურსი. მინდა, მეტი პატრიოტიზმი დავინახო, გინდა ოპოზიციაში, გინდა მმართველ გუნდში, მაგრამ მათ რაღა უნდა მოვთხოვო, არ ვიცი, სადამდე მივიდნენ, თვითონაც აღარ იციან… მინდა ოპოზიციაში იმ ძალებს, რომლებიც რატღაცებს გვპირდებიან, ვთხოვო, ნუ გამოიყენებთ ძალაუფლებას იმისთვის, რომ თქვენი პირადი ეგო დაიკმაყოფილოთ, ან ვიღაცაზე შური იძიოთ…“
