LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა იასკომ საქართველო დატოვა: “დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ გვესაუბრა, მაგრამ…”

რადას დეპუტატმა, მიხეილ სააკაშვილის პარტნიორმა ლიზა იასკომ საქართველო დატოვა. საქართველოს დატოვებამდე ლიზა იასკომ ukraine 24 -ს ინტერვიუ მისცა, სადაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილის მსგავსი ადამიანები 100 წელიწადში ერთხელ იბადებიან.

„ის საბრძოლო განწყობაზეა, მაგრამ უკვე მეექვსე დღეა შიმშილობს, მართლა არაფერს ჭამს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 10 დღის შემდეგ ძალიან გაუარესდება, ამიტომ არ მინდა ეს დავუშვა“, – ამბობს ლიზა იასკო გამოცემასთან საუბრისას.

მან ასევე ისაუბრა სააკაშვილთან ურთიერთობის შესახებ.

„დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ გვესაუბრა, მაგრამ ამის გაკეთებას მშვიდ გარემოში ვაპირებდით“. – ამბობს იასკო.

“ბევრი დაბნეული მეგობარი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე, არ დაგიმალავთ…” – სანდრა რულოვსის პირველი კომენტარი სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობაზე

ვიდეო: დავოჯახდით. ჩვენ ვართ ერთად – მიხეილ სააკაშვილი

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაპასტიმრება გახდა  მიზეზი, რომ მათ ურთიერთობაზე ყველას გაეგო.

იცი, რომ სააკაშვილი განქორწინებულია? – ლიზა იასკო სანდრა რულოვსზე დასმულ კითხვებს პასუხობს