LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ღარიბაშვილის განცხადებაზე: პირდაპირი აღიარებაა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.

„ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან პირდაპირი აღიარება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია.

სამწუხაროა და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“.